Gabber Modus Operandi

Gabber Modus Operandi[ID]

მაღალი ოქტავების, სწრაფი ჟღერადობით გატაცებისგან დაბადებული ინდონეზიური დუო Gabber Modus Operandi, მრავალფეროვან გავლენებს ასეთივე მრავალფეროვან, ენერგიულ მუსიკაში თარგმნის. კასიმინ და იკან ჰარემი გაბერის გამომწვევ ჟღერადობას, ციფრულ ჰარდკორს და ნოიზ მუსიკას ინდონეზიურ ფოლკლორთან და ისეთ ადგილობრივ სტილებთან აერთიანებენ, როგორებიცაა ჯატილანი (ტრანს დენსი), ფანკოტი და სხვა

გამოგვყევი
გაზიარება