MAOTIK

MAOTIK[FR]

მეთიუ ლე სუღ, aka მაოტიკი , ფრანგი ციფრული არტისტია, რომელიც ინტერაქტიული ინსტალაციებით და აუდიოვიზუალური პერფორმანსებითაა ცნობილი ფა მუშაობს ხელოვნების, მეცნიერების და ტექნოლოგიის კვეთაზე.

ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის ციფრული მედიის და პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტის ციფრული ხელოვნების ფაკულტეტებზე სწავლის შემდეგ, იგი ბერლინის CODE უნივერსიტეტში გენერატიულ დიზაინს ასწავლიდა. მაოტიკი კომპიუტერულ ალგორითმებს real-time გრაფიკული ელემენტებისთვის იყენებს და გარდაქმნის სივრიცთ აღქმას. მისი ნამუშევრები ნაჩვენები იყო ისეთი საერთაშორისო პლატფორმების და ინსტიტუციების ფარგლებში, როგორებიცაა Mutek, Sonar, Art Basel, and ARS ELECTRONICA.

გამოგვყევი
გაზიარება