TKESHI
ახალი მედია ხელოვნების და მრავალფეროვანი მუსიკის ფესტივალი
განცხადება
TKESHI როგორც ივენთების სერია 2020 წელს დაიწყო. მას შემედეგ მოვახერხეთ და დავაფუძნეთ სრულმასშტაბიანი ახალი მედია ხელოვნებისა და მრავალფეროვანი მუსიკის ფესტივალი გამორჩეულ ადგილას, თბილისთან ახლოს, კოჯრის ტყეში. ვუმასპინძლეთ 70-მდე ქართველ და საერთაოშირსო არტისტსს აუდიო-ვიზუალური წარმოდგენების, ინსტალაცების და სხვა საზოგადოებრივი აქტივობების ფორმატში. ჩვენი ხედვა ეფუძნება ახალი მედია ხელოვნებისა და მრავალფეროვანი მუსიკალური ძიებების ღია, ბუნების სივრცეში გატანას და მისი საშუალებით ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება. ამავდროულად ახალი მედია ხელოვნების სცენის და ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თბილისს 2021 წლიდან მინიჭებული აქვს UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების წევრის სტატუსი სწორედ მედია ხელოვნების მიმართულებით.
თუმცა, 2024 წლიის ბოლოდან საქართველო პოლიტიკური კრიზისის პერიოდში შევიდა. რეპრესიული კანონების მიღებას, არჩევნების მიტაცებას და სამოქალაქო სექტორის, მათ შორის დამოუკიდებელი შემოქმედებითი და კულტურული სცენის სხვადასხვა ფორმებით ღია რეპრესიებმა ინტენსიური სახე მიიღო. დღეს ქვეყანაში დამოუკიდებელი შემოქმედებით სექტორს ყოველდღიური გადარჩენის პრიობებში უხდება ბრძოლა ფუნქციონირებისთვის.
წელს, TKESHI ფესტივალს, სხვა ღია ცის ქვეშ მოქმედ კულტურულ ინიციატივებთან ერთად, თბილისის მერიამ ოფიციალურად უარი განუცხდადა ჩვეულ ადგილას ღონისძიების ჩატარების ნებართვაზე, უსაფრთხოების მიზეზით. 2025 წლის პროგრამაზე მუშაობა ერთი წლით ადრე დავიწყეთ, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის შემოდგომით ქვეყანაში შექმნილმა დესტაბილიზაციამ კითხვები გააჩინა ზოგადად ფესტივალის ჩატარების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ეს ღია განცხადება მიზნად ისახავს ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და გაზიარებას. ყველა დაბრკოლების მიუხედავად, გადავრწყვიტეთ, რომ არსებული რესურსებით და დაფინანსების თითქმის არ არსებობის პირობებში მაინც გავაკეთოთ TKESHI 2025 გამოშვება, რომელიც 17 და 18 ივლისს არის დაგეგმილი შემდეგ სივრცეებში: TES, tbili orgia, Leftbank და Mutantradio Tbilisi. ეს საკმაოდ რისკიანი და რთული გადაწყვეტილება, თუმცა მოუთმენლად ველოდებით ჩვენს მსმენელთან შეხვედრას, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით.